„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ცხადი გახდა, რომ სახელმწიფომ, რომელმაც იცოდა, რომ არის მეორე ტალღა, არ მოემზადა ამისთვის.
მისივე თქმით, ჯანდაცვამ და ცესკო-მ ვერ მოაგვარეს, რათა ყველა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ხმის უფლება ყოფილიყო დაცული.
„მოქალაქეებმა უნდა გააგრძელონ ცხელ ხაზზე დარეკვა, ვისაც გაქვთ სურვილი რეგისტრირების, ექვს საათამდე ზარებს მიიღებენ. ორსაათიანმა დედლაინმა ექვს საათამდე გადაიწია. ასევე, მივიღეთ დაპირება, რომ ვისი ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, ყველა ამ ადამიანს გადაურეკავენ და დაარეგისტრირებენ. ჩვენ ვითხოვდით ვადის ხვალამდე გადაწევას. ჩვენ გვესმის, რომ ცესკო-ს გონივრული ვადები სჭირდებათ მერე სიების მოწესრიგებისთვის, ამიტომ ჩვენ ახირებული მოთხოვნები არ გვქონდა, მაგრამ ვითხოვდით ხვალამდე. საბოლოო ჯამში მივაღწიეთ დღეს ექვს საათამდე ამის გადაწევას“, – განაცხადა ხოშტარიამ, რომელიც პარტიის სხვა წევრებთან ერთად ცესკო-ს შენობაში მივიდა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისგან გადასატანი ყუთის მოთხოვნაზე რეგისტრაციის ვაის გახანგრძლივებას მოითხოვა.