ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის კოვიდ-19-სგან განკურნებული და შემდეგ უეცრად გარდაცვლილი ახალგაზრდა – დეტალები

26 ოქტომბერს რუსთავში ახალგაზრდულ ანსამბლ “თუთარჩელას” სოლისტი, 21 წლის ნიკოლოზ მედოიძე კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა.

სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­მო­ძა­ხე­ბა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­დო­ი­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი იყო. მომ­ღე­რა­ლი 3 ოქ­ტომ­ბერს მო­თავ­სდა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის გამო. სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ მას კო­ვი­დინ­ფექ­ცია პი-სი-არ ტეს­ტით და­უდ­გინ­და, რის შემ­დე­გაც მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გაგ­რძელ­და. პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, 25 ოქ­ტომ­ბერს ნიკა მე­დო­ი­ძე ჯან­მრთე­ლი გა­ე­წე­რა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან. ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბა გახ­და. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ზუს­ტი პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი არ არის.

ან­სამ­ბლ “თუ­თარ­ჩე­ლას” ხელ­მძღვა­ნე­ლის – თა­მარ ბუ­ა­ძის თქმით, ნი­კას კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნი­სას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია.

„ენით ვერ აღვწერ, რა შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბის გამო. ან­სამ­ბლი ოჯა­ხი­ვით არის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვართ. ნი­კას დედა და უფ­რო­სი დაც ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი არი­ან… ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ჩვენ ახლა რა­საც გან­ვიც­დით. ან­სამ­ბლში კო­ვი­დინ­ფექ­ცია ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. მი­უ­ხე­და­ვად სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა, ეს მა­ინც ვერ ავი­ცი­ლეთ – ან­სამ­ბლის ნა­წი­ლი და­ინ­ფი­ცირ­და. მათ შო­რის იყო ნი­კაც. ნიკა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რია, ამი­ტომ მან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი ოჯა­ხის­გან იზო­ლი­რე­ბით გა­ი­ა­რა. ამ პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ, რად­გან ინ­ფექ­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, იგი კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თუმ­ცა ამ სივ­რცე­შიც არ ჰქო­ნია გარ­თუ­ლე­ბა, თავს კარ­გად გრძნობ­და და სურ­და, რომ ცხოვ­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ცხა­დია, შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის გავ­ლის გა­რე­შე არ გა­მო­უშ­ვეს. რო­გორც კი ნიკა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ვი­და, მე­ო­რე დღეს­ვე მე­გობ­რებს შეხ­ვდა – ან­სამ­ბლის წევ­რებს. ოთხი მათ­გა­ნი შე­იკ­რი­ბა ერ­თად და იქ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. ნი­კამ, თურ­მე, რა­ღაც წა­მო­ი­ძა­ხა და გა­და­ვარ­და. ამ ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერთი ექი­მია (ნიკა თა­ვა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და) და მან ნი­კას პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა სრუ­ლად ჩა­უ­ტა­რა, მაგ­რამ – ამა­ოდ. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ნიკა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა“ – ამბობს თამარ ბუაძე.

წყარო: ამბები.ჯი

იტვირთბა....