ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

მისივე თქმით, როგორც საქართველოს პრეზიდენტს და მისი კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

„ეს არის ჩემთვის უდიდესი და ამავდროულად უმძიმესი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც აფხაზური ენა იუნესკო-ს მიერ გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია შეტანილი. ჩემი პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ჩემს გამოსვლაში, სადაც ეს შესაძლებელია ვცდილობ, ხაზი გავუსვა ამ საკითხს. არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზრუნვა გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსიის გამოცემით, ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსებით“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში და დასძინა, რომ ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც მისი ვიდეომიმართვა ჩაიწერა, ამრას სახელი დაერქვა.

იტვირთბა....