ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიამ შეზღუდვები გააპროტესტა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

„თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, – ამ შეძახილებით იტალიაში გაიმართა საპროტესტო აქცია, კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებიული ახალი შეზღუდვების გამო.

აქციის მიმდინარეობისას, დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს და სასიგნალო პისტოლეტები გამოიყენეს.

როგორც „გარდიანი“ წერს, პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბერს იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე და რეგიონალური ლიდერები, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

მათი გადაწყვეტილებით, კინო-თეატრები, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები ​დაიკეტება, ხოლო ბარ-რესტორნები საღამოს 6 საათის შემდეგ არ იმუშავებენ. ამასთანავე, საშუალო სკოლებში დისტანციური სწავლება იქნება, თუმცა მაღაზიები და სხვა კომერციული დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ​

კონტემ განაცხადა, რომ მას სურს თავიდან აირიდოს კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ და ეკონომიკური ზარალი, ისეთი რომლის წინაშეც ქვეყანა გაზაფხულზე დადგა.

იტვირთბა....