ახალი ამბები მედია მთავარი

როდის გავა ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა ეთერში?

ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ იანვრის ბოლოდან ეკრანზე იქნება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური პროდუსერი  ინგა გრიგლია გახდა. ტელეკომპანია პირველმა ეს ინფორმაცია დაადასტურა “მეტრონომი” პირადად ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა.

მისი თქმით, იგეგმება საავტორო გადაცემა, რომელიც იანვრის ბოლოდან გავა ეთერში და ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. არხი მთლიანად შეიცვლის თავის ფორმატს და იანვრის ბოლოდან გვაქვს მუშაობა უკვე.

შეგახსენებთ, რომ  ინგა გრიგოლია უკვე პროდიუსერის რანგში სრულიად ახალი კონცეფციით გავა  ეთერში. მანამდე მას “იმედის” ეთერში საავტორო გადაცემა რეაქცია მიჰყავდა, რომელიც დაუხურეს.

მოგვიანებით, გრიგოლიამ თავის ფეისგვერდზე ტექსტი გამოაქვეყნა:

“როგორი წარმოგიდგენიათ ტელევიზია, რომელსაც ინტერესით შეხედავდით და რომლის გადაცემებსაც ყოველთვის ინტერესით დაელოდებოდით? ახალ კონცეფციაზე ვმუშაობთ და გვინდა თითოეული თქვენგანის რჩევა გავითვალისწინოთ….ერთს დავაანონსებ..თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვახორციელეთ, იანვრის ბოლოდან ყოველდღიურად ძალიან საინტერესო ეთერს შემოგთავაზებთ.., სულ ვამტკიცებ, 21-ე საუკუნეში, 2015 წელი როა გარეთ, გადაცემების დაბლოკვას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან მინიმუმ სოციალური მედია არსებობს და მაქსიმუმ-ცხოვრება ყოველთვის აჩენს საქმის გაგრძელების ახალ-ახალ შანსებს. მე იანვრის ბოლოდან უკვე ეკრანიდან მოგესალმებით, თუმცა მანამდე თქვენი რჩევები მჭირდება… როგორი ტელევიზიის მაყურებელი იქნებოდით?????  წინასწარ დიდი მადლობა რჩევებისთვის

იტვირთბა....