aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ბევრ ადამიანს არ არეგისტრირებს”- ელენე ხოშტარიაებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ბევრ ადამიანს არ არეგისტრირებს.

პოლიტიკოსი ყველა მოქალაქეს, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნება მოუწოდებს, რომ ევროპულ საქართველოს მიმართოს.

“დღეს იწურება თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რეგისტრაციის ვადა. მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო ბევრს არ არეგისტრირებს. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა შეგექმნათ ნებისმიერ ოლქში, მოგვწერეთ და ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის”, – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....