ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბეჟან გუნავასა პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

აუდიტის სამსახურთან მიმდინარე აქციაზე, პარტია „ქართული არჩევანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გოჩა გორსოლიანი დააკავეს.

ამასთანავე,  დაპირისპირება მოხდა პარტიის ლიდერ,  ბეჟან გუნავასა და სამართალდამცველებს შორის.

„20 მილიონი ლარის აქვს დამალული ოცნებას სახელმწიფოს ბიუჯეტში“, – განაცხადა გუნავამ.

როგორც პოლიციელმა ჟურნალისტებს უთხრა, გოჩა გორსოლიანი იყო გაფრთხილებული და მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას, დაკავდა ადმინისტრაციულად, 173-ე მუხლით.

გუშინ, 25 ოქტომბერს კი გუნავამ განაცხადა, რომ  სოციალური ქსელებიდან მისი თანაგუნდელების Facebook გვერდები წაიშალა.

მისი თქმით, ეს არის უკანონო ქმედება, რაც „ქართული არჩევანისთვის“  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას ემსახურება.

პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აცნობეს და საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

 

 

 

იტვირთბა....