ოპოზიცია ყალბი ვიდეომასალის გამოქვეყნებას გეგმავს – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამყალბებლები Deepfake-ის პროგრამას გამოიყენებენ.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, Deepfake. ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. შეიძლება “ქართული ოცნების” წარმომადგენლის ვიდეოგამოსახულებას დაედოს სიტყვები, რომელსაც რეალურად არ ამბობს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. რა შეიძლება ათქმევინონ, ეს არ ვიცი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.