პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ” 29 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში დიმიტრი შაშკინი “ფეისბუქ”გვერდზე წერს.
“29 ოქტომბერს, 18:00 საათზე – ქართველი ხალხის დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე! ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და ურყევი ნება – გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გავაცილოთ უზურპატორი ოლიგარქი ხელისუფლებიდან. გელოდებით ყველას!” – წერს დიმიტრი შაშკინი.