ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ეს არის სრული აბსურდი” – ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი განცხადებას აკეთებს

ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ სენაკი ბაზაზე მასზე თითქოს ზეწოლა ხორციელდება. სამხედრო ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს სრული აბსურდია.

„ეს არის სრული აბსურდი და ის, ვინც ამ განცხადებებს დევს, ის არის სრული ნაძირალა ადამიანი, იმიტომ რომ ამით მას უნდა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენოს. მე არავის მივცემ უფლებას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ჯარისკაცების, რიგითიდან დაწყებული მაღალი რანგის ოფიცრებით დასრულებული, არავის მივცემ მათი შეურაცხყოფის უფლებას. მით უმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც განცხადებები იდება, რომ თურმე ჩემზე ზეწოლა ყოფილა და თურმე ნაცემი ვყოფილვარ. ყველასთვის ცნობილია, რომ მე ჩემი სამხედრო მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლში ვარ, დღესაც ვიყავი ჩემს საქმეებზე გასული და არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, პირადად ჩემზე, თავდაცვის სამინისტროზე, სრული ნაძირალაა ის ადამიანი. ის ადამიანი ადამიანი არაა. ის არც ფორმას სცემს პატივს, არც არავის სცემს პატივს“ – განაცხადა ხვიბლიანმა.

ინფორმაცია ხვიბლიანის წამების შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მის განცხადებას თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობის დადგენის შესახებ განცხადება გააკეთა. უწყებამ მედიასაშუალებებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე, თუ ხელში დამნაშავის ფოტო ან ვიდეო მასალა ჩაუვარდებოდათ არ გაესაჯაროებინათ.

ასევე, ინფორმაციისთვის,  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმელის იდინტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა

გვარამია თავისივე პოსტში დასძენს, რომ ხელისუფლებას წინაარჩევნოთ არ აწყობს იმის აღიარება, რომ შსს-მ მოქმედი ჯარისკაცები აიყვანა, რომლებმაც საქართველოს ბანკი გაძარვეს.

ამასთან, “მთავარი არხის” დირექტორის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც ნიკა გვარამიას ცილისწამებლური განცხადების გავრცელებაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....