სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქსნის N15 დაწესებულების თანამშრომელი – რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნოზაძე მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 15-ე დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს შეიტანდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7 000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.