“მოხსენით გიორგი გამსახურდია ზუგდიდიდან, ტყუილად წვალობს და მე გასწავლით რა უნდა ქნათ:
დამნაშავეზე უნდა გამოცხადდეს ძებნა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,მისი ფოტოები უნდა გასაჯაროვდეს, ყველა მედია საშუალებით, (რაის დამალვა), ინფორმაციის მიწოდებაზე უნდა დააწესოთ ფულადი ჯილდოც და გამოაცხადოთ ტელეფონის ის ნომერი რომელიც დაკავებული არ იქნება ნახევარი საათი. ძებნილების დაკავება როგორ ხდება, ეგ ჩემმა ქმარმა იცოდა წლების წინ, მაგრამ არა მგონია თქვენთვის სწავლება მოუნდეს!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენი საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობის დადგენის შესახებ განცხადება გააკეთა. უწყებამ მედიასაშუალებებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე, თუ ხელში დამნაშავის ფოტო ან ვიდეო მასალა ჩაუვარდებოდათ არ გაესაჯაროებინათ.