ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ახალქალაქელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის კლინიკა „ჯერარსში“ კორონავირუსით 69 წლის ქალი 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.  ინფიცირებული ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო. ის თბილისში სამკურნალოდ 19 ოქტომბერს გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ცენტრის განცხადებით, ექიმს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დამძიმდა.

„სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. ჰქონდა თანმხლები დაავადებები – ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, მეტაბოლური დარღვევები და მსგავსი ჩივილები აწუხებდა. ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ექიმის გარდაცალების გამო“ – ამბობენ კლინიკაში.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ სხვა ინფიცირებული მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამცხე-ჯავახეთში მეხუთე კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევაა.

იტვირთბა....