ახალი ამბები მედია მთავარი

„რუსთავი 2“-ის მმართველობა ზაალ უდუმაშვილს შესთავაზეს

„რუსთავი 2“-ის დროებითმა მმართველებმა რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსლება  არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცეს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისუბრეს.

„ჩვენ არ შევდივართ „რუსთავი 2“-ში. მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამსილება, ჩვენ მივმართეთ თხოვნით დამფუძვნებელებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ მომხდარიყო.  ჩვენ შევხვდით „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენით  ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, ზაალ უდუმაშვილს  გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება“. – განაცხადა დავით დვალმა.

მათი განცხადებით, უდუმაშვილისთვის „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია. შესაბამისად, უდუმაშვილს სრულფასოვნად შეუძლია განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია.

 

იტვირთბა....