ახალი ამბები მთავარი

სავალდებულო სამხედრო სამსახური უქმდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა. როგორც საქართველოს პარლამენტის გვრდზე ვკითხულობთ, კანონპროექტის ინიციატორი ზურაბ ჯაფარიძეა.

„საქართველოში დღეს არსებობს სისტემა, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა ჰქვია. ეს ინიციატივა გულისხმობს ამ სისტემის სრულად გაუქმებას. წლევანდელი მონაცემებით, წელს გაწვეულია 6 436 ახალგაზრდა. აქედან, რეალურად სამხედრო სამსახურში წავიდა დაახლოებით,  25%-ზე ნაკლები, დანარჩენი ახალგაზრდები გაწვეულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში“. – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ნატოს-სწინაშე. პროექტით, კანონის ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარია განსაზღვრული.

ჯაფარიძემ გაითვალისწინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ შემდგომი განხილვების დროს, შესაძლებელია კანონის ამოქმედების ვადა შეიცვალოს.

გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საკმარისად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე გატანას.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.  ჩვენ გვაინტერესებდა რა პოზიცია ჰქონდა სამინისტროს  სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით. პრესსამსახურის წარმომადგენელისგან ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ისევე როგორც ვერ გავიგეთ მისი სახელი და გვარი.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....