ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“იგივე კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე ტალღა კი არა, პირველი ტალღა იწყება” – მიხეილ საკაშვილი იმნაძეზე

“ივნისში გამოაცხადეს, რომ ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო და დღეს იგივე კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა ამბობს, რომ მეორე კი არა პირველი ტალღა დაიწყო,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი კაპანაძის წარდგენისას გააკეთა.

ექსპრეზიდენტმა ამომრჩევლებთან ონლაინ ჩართვისას კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე ისაუბრა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების საგანგაშო მდგომარეობაში მმართველი გუნდი დაადანაშაულა.

“ჯერ ივნისში გამოაცხადეს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო და დღეს იგივე კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე ტალღა კი არა, პირველი ტალღა იწყება – თვლაც არ იციან, მათთვის მეორე ტალღის მერე პირველი ტალღა იწყება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდინფიცირებისგან 412 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 10 163-ი შეადგინა.

ბოლო 24 საათში კი კვლავ 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების შედეგად სულ 193-ი ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის, სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....