ახალი ამბები სამართალი

შს მინისტრი ნაცემ ადვოკატ მდინარაძეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს და ნაცემ ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს.

მღებრიშვილი დაპირდა ადვოკატებს, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას და თუ გამოძიების პროცესში პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ადეკვატური.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ადვოკატი გიორგი მდინარაძის ინფორმაციით ის  პოლიციის განყოფილებაში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სცემეს.

“მეტრონომი” დაუკავშირდა ადვოკატთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმღვანელს ეკა ხიმშიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრთან შეხვედრა შედგა და მან პირად კონტროლზე აიყვანა ადვოკატ მდინარაძის საქმე. ხიმშიაშვილის თქმით, ასოციაცია ორშაბათამდე დაელოდება კონკრეტულ შედეგს და ამის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ პროტესტის რა ფორმებს მიმართონ.

 

 

 

 

 

იტვირთბა....