ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“რასკოლნიკოვმა ეს დილემა, ხაზარაძეს არ ეწყონოს და, მევახშე დედაბერის მკვლელობით გადაჭრა” – ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს ბანკზე თავდასხმას ეხმაურება

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი, საკომუნიკაციო პლატფორმებად კი, თავად მოგეხსენებათ, რომელი არხები შეარჩია. რომ არ დამავიწყდეს, სპიკერებში გენდერული ბალანსიც მკაცრად იყო დაცული,” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების პიარ-კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას.

აღნიშინულ ძარცვასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” პიარკონსუტანტის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“კაცთა მოდგმას კრიმინალი დაბადებიდან თან სდევს. პირველი გარდაცვლილი ადამიანიც ხომ ძმის მიერ იქნა მოკლული. რეალური ისტორია თუ მხატვრული ლიტერატურა დამნაშავეთა მრავალფეროვან პალიტრას გვინახავს. არტემიდას ტაძრის დაწვიდან ჯონ ლენონის მკვლელობამდე ათასწლეულებმა განვლო, მაგრამ უკან რომ მოიხედავ, აღმოაჩენ, რომ ჰეროსტრატე და დევიდ ჩეპმენი უფრო ჰგავან ერთმანეთს, ვიდრე აჩი და შოთი არველაძეები.

კეთილშობილ მძარცველებსაც იცნობს ისტორია და ცივსისხლიან მანიაკებსაც. არსენა მარაბდელი, რობინ ჰუდი და რიაზანოვის ძეტოჩკინი; მფატრავი ჯეკი, ჩიკატილო და ეილინ უორნოსი. Тварь ли я дрожащая или право имею? – რასკოლნიკოვმა ეს დილემა, ხაზარაძეს არ ეწყონოს და, მევახშე დედაბერის მკვლელობით გადაჭრა – ასე უკუღმართად გაუმკლავდა უსამართლობას მისი მართლაც მთრთოლავი ეგო და სნეული გონება.

მოკლედ, რა არ გადაგხვდენია და რა არ გვინახავს, მაგრამ მძარცველი ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხლებით ბოროტ-მოქმედებდეს, ეს, მგონი, პირველად მოხდა და ისიც ზუგდიდში. კომუნიკაციის ეპოქა, ეტყობა, თავისას ითხოვს, მაგრამ იმას სად წაუვიდეთ, რომ ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი, საკომუნიკაციო პლატფორმებად კი, თავად მოგეხსენებათ, რომელი არხები შეარჩია. რომ არ დამავიწყდეს, სპიკერებში გენდერული ბალანსიც მკაცრად იყო დაცული…” – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....