ციტატა

ელისო ჯანაშია

რამდენიმე დღის წინ, ნაციონალების მედიაექსპერტი ნინო დანელია “უკრაინული ვიკილიქსის” ნიუსის ჩემს ვოლზე დაშეარებისთვის ამ სიტყვებით შემომივარდა და შემდეგ დამბლოკა: “რა სირცხვილია ამის გაზიარება თავმოყვარე ჟურნალისტისთვის”.
ახლა აგერ რ2-ზე ცენზურის წინააღმდეგ გამოდის, ლარი ფლინტის ქეისი მოყავს მაგალითად და ყველაზე მიუღებელი და უხამსი აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

ჯერ ერთი, ეგ მასალა, იმავე დღეს მედიასაშუალებებმა და, მათ შორის, რ2-მაც გაავრცელეს. რას მერჩოდა, დღემდე ვერ გავიგე და ეს ორმაგი სტანდარტი რატომ არ ღლის ამ ადამიანებს, ეგეც არ მესმის, სიმართლე გითხრათ

ჩემს საკუთარ სივრცეში გამოხატვის უფლების შემზღუდავი ადამიანი, ახლა გამოხატვის თავისუფლების უკიდეგანობაზე იმოძღვრება.

ცენზურას დაგიწესებენ კი არა, წიხლებით შეგდგებიან ესენი ხელისუფლებაში რომ მობრუნდნენ. ამათ ცენზურა შენთვის უნდათ(როგორც უწინ), რომ ხმა ჩაგაკმენდინონ, თორემ საკუთარი ზღვარგადასულობის, ტყუილის, ცინიზმის, სნობიზმის და გაუგონარი არაპროფესიონალიზმის სიტყვის თავისუფლებად გასაღება საერთოდ არ ესირცხვებათ.
სირცხვილი ესაა, თანაც მაგარი სირცხვილი!

იტვირთბა....