ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შენ ის სამარცხვინო ჟურნალისტი არ ხარ, ჯერ დორბლებს რომ წმენდდი სააკაშვილს, მერე კი წურწურით ჩამოსულ სისხლს რომ ულოკავდი?!” – ბონდო მძნარიშვილი კვესიტაძეს მიმართავს

“შენ ის სამარცხვინო ჟურნალისტი არ ხარ, ჯერ დორბლებს რომ წმენდდი სააკაშვილს, მერე კი წურწურით ჩამოსულ სისხლს რომ ულოკავდი?!” – ასე მიმართავს ჟურნალისტი, ბონდო მძინარიშვილი ეკა კვესიტაძეს სოციალური ქსელის საშუალებით.

“მეტრონომი” ჟურნალისტის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ეკა კვესიტაძე, შე მართლა სამარცხვინო ვენახის კალია, შე გონებაჩლუნგო, შენი აიქიუს პატრონი ვის უწოდებ სამარცხვინოს?!

შენ და შენი ქმარი ხართ რუსეთის სამსახურში ჩამდგარი მანიაკი სააკაშვილის მონა და მხევალი!

შენი ქმარი არ იყო, 2008 წელს რუსულ ბომბდამშენებს პირდაპირ რუკაზე რომ უთითებდა, სად იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მანიაკის ტელემსახურები?!

შენ ის სამარცხვინო ჟურნალისტი არ ხარ, ჯერ დორბლებს რომ წმენდდი სააკაშვილს, მერე კი წურწურით ჩამოსულ სისხლს რომ ულოკავდი?!

შენც და შენი ქმარიც მონაწილეობდით რუსეთისთვის საქართველოს მიწების გადაცემაში, – ის მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო, შენ კი მანიაკის გულის ბროშკა იდეოლოგი!

შენ გგონია ყველას ყველაფერი დაავიწყდა?!

ახლა რომ დამჯდარხარ და მწყაზარი სახით საუბრობ ძალადობაზე, რატომ აპრავებდი, სააკაშვილი სისხლიან კალოს რომ ლეწავდა?!

უსირცხვილოები ხართ და რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, იმას სხვას აბრალებთ!

როგორ ვარ მე რუსეთის ინტერესების გამტარებელი, – ტერიტორიები გადავეცი რუსეთს, კოდორი და ახალგორი ჩავაბარე უბრძოლველად თუ ეკონომიკა გადავულოცე?!

და ეგ კონტრაბასის ფუტლიარი გუბაზ სანიკიძე რომ თავს გიკანტურებდა, “ობიექტივში” რამდენჯერ სტუმრობდა ჩემს საავტორო გადაცემას “ღამის სტუდიას”, რატომ ერთხელ მაინც არ მითხრა, – “რუსეთის ინტერესების ღია გამტარებელი” ხარო?!

გუბაზ, რა “დიახ, დიახ”?! რა “კი, კი”?! შენ არ იცი, მე ვინ ვარ და რა ინტერესების გამტარებელი ვარ?!

ნაძირალას გარდა, არავის მოაფიქრდება ადამიანისთვის ამის დაბრალება!

აიქიუს დედოფალა, ახლა დაჯექი და ეს სტატუსიც წაიკითხე შენი სამარცხვინო გადაცემის პირდაპირ ეთერში!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

იტვირთბა....