“ეს არის სწრაფი ტესტები, ოღონდ ხაზს ვუსვამ, ეს ეხება მხოლოდ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისე კეთდება, როგორც სხვა (ცხვირიდან უნდა იქნეს ნაცხი აღებული). სულ მსოფლიოში არის ასეთი ორი ტესტი, რომელიც არის აღიარებული და ამ ორიდან ერთი საქართველოში გვაქვს
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის სესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან მოქალაქეებს ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ, რომლის პასუხიც 20 წუთში გახდება ცნობილი.