“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, 100 ათასს მოსახლეზე არის 26 ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის სესახებ ამირან გამყრელიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.