“კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. ოჯახის სხვა წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო.
კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 1 759 ადამიანი დაინფიცირდა.