ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები სიმპტომების დაწყების დროს – გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციიტ მიმართავ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სიმპტომების დაწყების შემთხვევაში.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სიმპტომების დაწყების დროს მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს პირად ექიმს, რომელიც კონსულტაციას გაუწევს.

“როდესაც იწყება სიმპტომები, არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით.

არის მეორე გზა, 112, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან, მაგრამ დღეს ჩემი მთავარი სლოგანი იქნება, დღევანდელ პირობებში, რადგან მთავარი დატვირთვა დაავადების მართვის გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი.

მეორე სლოგანი კი არის ის, რომ ვიძლევით მკაცრ რეკომენდაციას, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდე,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....