საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, კორონავირუსზე საუბრისას, TV პირველის ჟურნალისტმა, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, რატომ დაჰყავს შვილი კერძო სკოლაში და არა საჯაროში.
რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ამას მის პოზიციასთან კავშირი არ აქვს და აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე მიიღო.
თუმცა ჟურნალისტმა კვლავ სთხოვა განმარტება, რატომ მიანიჭა პრიორიტეტი კერძო სკოლას.
ტიკარაძის თქმით, მისი შვილის სკოლაში გაძლიერებული მათემატიკა ისწავლება, პირველი კლასიდან, ამასთანავე, 4 ენა, ასევე პირველი კლასიდან.
„ჩემთვის ეს საგნები იყო პრიორიტეტული და გადაწყვეტილებაც ამას ემყარებოდა. ალბათ გაეცნობოდით იმ ფაქტსაც, რომ კონკრეტულად ეს კერძო სკოლა. საქართველოს ყველა კერძო სკოლასთან შედარებით, ყველაზე დაბალი ტარიფით გამოირჩევა“. – უთხრა ჟურნალისტს მინისტრმა.