ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით 131 სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული” – ამირან გამყრელიძე

“სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები მატულობს. დღეის მდგომარეობით 131 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გვყავს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“სამწუხაროდ, გვიინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, 131-ია. ეს გახლავთ ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვართ, სამწუხაროდ, ჩვენ”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 751-ს შეადგენს.

 

 

იტვირთბა....