მთავარი ციტატა

“ჩვენი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, დანარჩენები იმართოს ბინაზე”- გამყრელიძე

“ჩვენი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, ხოლო დანარჩენები იმართოს ამბულატორიულ პირობებში, ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში. ხშირად ვიმეორებთ, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ, მინდა ასეთი სლოგანი მოვუწოდო მოსახლეობას, რომ თითოეულმა ადამიანმა დღეს, უნდა იცოდეს ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი, ასევე უნდა იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი.

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის სესახებ ამირან გამყრელიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....