ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობამ სამ დიდ ქალაქში პირბადის ღია სივრცეში ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა

მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, რომ მათ პირბადე გარე სივრცეებშიც ატარონ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეეხება სამ დიდ ქალაქს: ბათუმს, ქუთაისსა და თბილისს.

“ეს, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს გაკონტროლდება შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....