ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევა დღეს, 23 ოქტომბერს მოხდა, საცხობიდან წაღებულია თანხა.
მედიასაშუალების ცნობით, იქვე მდებარე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ჯერჯერობით, მომხდარზე არავინ დაუკავებიათ.