აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ( FDA) კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკური გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.
ამასთან, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტები არიან, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ,
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს დაშვებული.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა კლინიკურ ცდებს ეფუძნება.
ორგანიზაციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით მკურნალობდნენ.