ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მსახიობი ჯაბა კილაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

ცნობილი ქართველი მსახიობი ჯაბა კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართვას ჰგავს. როგორც ჩანს,  მსახიობი საკმაოდ შეწუხებულია ბოლო დროს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და გადაწყვიტა პირველი პოლიტიკური სახის განცხადება გამოექვეყნებინა:

ჯაბა კილაძე: ნუ ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული, იმიტომ რომ არ ვაგინებ, არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას, გამგებმა გაიგოს. მიტინგი ძალადობაა, ჩარტყმაა, სროლაა, გადადგეს, იმიტომ რომ მე მინდა, მოკალით, იმიტომ რომ მე მინდა… არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ? არ გინდათ, ეს ერთი პატარა ქვეყანა ორივემ და საერთოდ, ვინც ხართ ერთად პოლიტ-სპექტრი და არა მარტო პოლიტ-სპექტრი მთელმა საზოგადოებაამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ვიცხოვრებთ კარგად?! დავიჯერო ასეთი ძნელია? რაც თავი მახსოვს სულ მესმის, ზვიადიი, ედუარდიი, მიშააა, ბიძინაა, დაჯეე სარკოოო, აღარ მინდაა ეს ბელადის სინდრომიი… ევროპაშიი, სადაც ასე გულით გვინდა, იქ ხო ეგრე არ ყვირიაან? მაგალითან გერმანიაში, ასე შვებიან, ანგელაა, ანგელაა?? იმ ევროპიდან თუ რამე მაგალითი უნდა აიღო, როგორ უყვართ, როგორ ჰყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს, ქვეყანას, გაიგეეთ:))

ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ერთნი ფიქრობთ, ნაცები დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს, ოცნება დასახოციაო:)) მე ვფიქრობ, რომ აი, ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც ამერიკელიც და რავიცი ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ასე იყო სულ, მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე სულ შიდა პრობლემებია და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები. მათ შორის თქვენც, ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ. ასე რომ, ერთხელ მაინც სცადეთ ქვეყნისთვის, მომავლისთვის რამე, სხვა ფორმით დაალაგოთ ქვეყანა. სისხლი სისხლს არ ბანს, პირიქით, მეტს ითხოვს შეიგნეთ ეს, ერთმაც და მეორემაც!!! აღიარეთ ერთმა მხარემ, რომ დიახ, მიუხედავად სახლების ღებვისა, ბევრი სიბინძურე აკეთეთ და ეს ყველამ იცის და თქვენ პირველ რიგში. მეორე მხარემ აღიარეთ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი უნიჭო ფულის მჭამელი და არაფრისმაქნისი მთავრობა ხართ, რომელსაც გზის დაგებაც კი არ ეხერხება! აღიარეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მაინც, საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყანა ერთად აშენეთ ყველამ! და ეს არაა შეუძლებელი, უბრალოდ, ვერ წარმოგიდგენიათ… არადა, ისე კარგად შეიძლებაა… – ჯაბას ფიქრებიი:)))

იტვირთბა....