ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“განთავისუფლებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე ვმუშაობთ” – ილჰამ ალიევი

აზეირბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთთან “Nikkei”- სთან საუბრისას განმრტა, რომ განთავისუფლებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ასევე, ალიევი გაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპაციისგან აზერბაიჯანის ყველა რეგიონი უნდა გათავისუფლდეს.

„მას შემდეგ, რაც ტერიტორიები დავიბრუნეთ, სადაც კარგი ნიადაგია სხვადასხვა პროდუქციის მოსაყვანად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოსაშენებლად, რა თქმა უნდა, ჩვენს სოფლის მეურნეობას ახალი სტიმული ექნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი სამომავლო სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „ყველა ოკუპირებული რეგიონი უნდა გათავისუფლდეს, ყველა უნდა დავიბრუნოთ – განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....