პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ნაყოფის დეფექტის შემთხვევაშიც კი, აბორტი არაკანონიერად სცნო.
როგორც BBC წერს, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ინცესტის, გაუპატიურების ან დედის ჯანმრთელობის რისკის შემთხვევაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგნი იყვნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, მხარს კი პოლონეთის მმართველი პარტია უჭერდა.