ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ორს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, ხოლო მესამე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას დაზიანება თავი არეში აღენიშნება.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე გამოიძიება დაიწყო.