მთავარი ციტატა

“მე-2 ტალღისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, იტალიასთან შედარებით, უკეთაა მომზადებული” – გამყრელიძე

“იტალიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს, ჩვენზე ბევრად უკეთესი. მაგრამ ხომ ხედავთ, რომ უკვე 3 კვირაზე მეტია რაოდენობა ძალიან იზრდება და ჯანდაცვის სისტემა უძლებს, ანუ ჩვენ ბევრად უკეთ ვართ მომზადებული, იდეალური ამ ქვეყანაზე არაფერია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ წელს უკეთესად ვიყავით და ვართ მომზადებული, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ.რა თქმა უნდა, ნაკლი ყველაფერში შეიძლება ნახო, მე პოლიტიკაში არ ვეჭრები, თუმცა გასაგებია, რომ ვიღაცამ ვიღაცა ყოველთვის უნდა აკრიტიკოს, ჯანსაღი აზრი გამოდის მერე.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....