საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 23-ლი ოქტომბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2181 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2274 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.8086 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8267 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23-ლი ოქტომბრისთვის ამოქმედდება.