“ფული რომ არ მიეტანათ და თავდამსხმელს ერთი მძევალი მაინც მოეკლა, წარმოდგენაც არ მინდა რა ამბავი დატრიალდებოდა!!! ირაკლი კვარაცხელია ამბობს,დაგვხოცავდა, მზად იყო ამისთვისო! კომპეტენტურ ვერსიებს ველოდები-რა გზა უნდა აერჩია ძალოვან უწყებას?!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.