ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში უნდა მიიღონ სიცხის დამწევი კოვიდინფიცირებულებმა – ამირან გამყრელიძის განმარტება

სიცხის დამწევი პაციენტებმა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიიღონ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ, მისი თქმით, უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან და 112-თან.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშნები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....