ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთი აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავენ” – აზერბაიჯანული მხარე

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავენ. უწყების ცნობით, ბალისტიკური რაკეტები “Scud” გაბალას, ქურდამირის და სიაზანის რაიონებს ესროლეს, რომლებიც ფრონტიდან 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებმა ოღუზ-გაბალა-ბაქოს წყალსადენი დაბომბეს, რომელსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რაკეტა აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის მიერ განეიტრალებული.

ცნობისათვის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. 

იტვირთბა....