ახალი ამბები მსოფლიო

რობერტ დე ნირო – რუსეთის მოქალაქე?!

„რობერტ დე ნიროს რუსეთის მოქალაქეობა“ სურს – ნიუსები ამ სათაურით მთელი დღეა ვრცელდება სხვადასხვა პორტალებზე. მთელი ეს ამბავი კი ერთი გულანთებული რუსი ჟურნალისტის და დე ნიროს თავაზიანი და არაფრისმთქმელი პასუხის გამო.

ყველაფერი იმ რესტორნის გახსნიდან დაიწყო მოსკოვის კროკუს ჰოლში, დე ნიროს და მის იაპონელ პარტნიორს რომ ეკუთვნით. გახსნაზე ჟურნალისტმა მსახიობს ჰკითხა, მოკრივე როი ჯონსივით თქვენც ხომ არ აპირებთ რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნასო. დე ნირომ მოკრძალებულად უპასუხა, ვერ გეტყვით, შეიძლება ვიფიქრო ამაზე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა რამის თქმაო. ჰოდა, გაუხსენეს მერე ძველი ცოდვებიც, ვაშინგტონს და მოსკოვს შერიგებისკენ რომ მოუწოდებდა. მოკლედ, დე ნიროს ის თაყვანისმცემლები, ვისაც რუსეთი ოკუპანტად მიგაჩნიათ, ნუ შეშფოთდებით – ჯერჯერობით ჰოლივუდის ვარსკვლავს რუსეთთან მხოლოდ ბიზნესი აკავშირებს.

იტვირთბა....