ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შსს-ს გამოძიებულის არ მჯერა, ამიტომ მოუწევს პასუხი აგოს” – თავდამსხმელს ე.წ. კანონიერი ქურდებიც ეძებენ

თავდამსხმელს, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებიც ეძებენ. როგორც “ნიუპოსტი” იუწყება, მძევლებს შორის, კრიმინალებთან დაახლოებული მამაკაცის ცოლიც აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ იმუქრება იგი შურისძიებით.

“შსს-ს გამოძიებულის არ მჯერა, ამიტომ მოუწევს პასუხი აგოს!”- ციტირებს წყარო.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....