„როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდამსხმელთან, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში“,- განაცხადა ბორცვაძემ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.
ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.
ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.