მთავარი ციტატა

„ისტერიკაში არიან, მძევალს პოლიტიკური ნიშნით ასხვავებენ“

„ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ისტერიკაში ჩავარდნილი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის განცხადება, სახეც კი დაკარგეს, მედიასთან ასე საუბრობენ, თავიანთ პოლიტიკურ ენაზე, ვიღაცებს გამოყოფენ და ა.შ. მძევალს, გაჭირვებაში მყოფ ადამიანს პოლიტიკური ნიშნით ასხვავებენ“.

ლევან სამუშია,  „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი

„მთავარი არხის“ ეთერი

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.   

ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.

ინტერნეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....