მთავარი ციტატა

„გაბედავა ნოლია, შნირია … . კვარაცხელიას შეიძლება, ხვალიდნელი დღე არ გაუთენდეს“

„მოვიდა ეს გაბედავა და დაიწყო თქვენი ზონდერიაო, ადამიანი მძევალია… გაბედავა ნოლია, შნირია, გაბედავა არაფერია, მოიყვანეს ახლა … კვარაცხელია, საცოდავი ადამიანი, შეიძლება ხვალიდნელი დღე არ გაუთენდეს და პირდაპირ ადებენ ხელს, პროვოკატორიაო, ასეთი უუნარო ხელისუფლება რომ არის“…

გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტერნეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....