“ეს არის სრული კატასტროფა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა. ეს ადამიანი არის გალიდან გადმოსული და გამოიარა ამხელა გზა აღჭურვილობით და შეიარაღებით ისე, რომ არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არც სპეცსამსახურებს არც სამართალდამცველებს, ესეც არის კატასტროფა. თუ ეს ადამიანი არის ადგილობრივი და მან ეს ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ არავის ინფორმაცია არ ჰქონდა, ესეც არის ასევე კატასტროფა. “
ირაკლი ოქრუაშვილი – ერთიანი საქართველოს ლიდერი
შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას. მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.