aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია”- კობახიძე მძევლების აყვანაზე

“გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობახიზე – უმრავლესობის წევრი

აღნიშნულით ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მედიასაშუალებების მიერ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გაშუქებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

 

იტვირთბა....