პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, ვინ უნდა გაიაროს მკურნალობა კლინიკებში კოვიდიტ დაინფიცირების სემტხვევაში.
როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკაში თავსდებიან პაციენტები, რომლებიც რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან.
“საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა“,-განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა 172 პაციენტი.