ნანა კაკაბაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს სიყალბეში ადანაშაულებს
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელების მისამართით, განცხადებას ავრცელებს, რომლებმაც “რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზე, განცხადებები გააკეთეს.
“როდესაც საქართველოში ხელისუფლების მიერ ყოველგვარი სასამართლო განხილვების გარეშე, უხეში ძალადობითა და სისხლიანი მეთოდებით იხურებოდა ტელეკომპანიები („იბერია“, „202“, „იმედი“…); როდესაც უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესების გამო უკანონოდ აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ასამართლებდნენ, თქვენი შეშფოთებული ხმები არ ისმოდა; თქვენი შეშფოთება არც მაშინ გაგვიგონია, როდესაც პატიმართა საშუალო რაოდენობით საქართველო ლიდერობდა მსოფლიოში; როდესაც ქვეყანაში სასამართლო გადაქცეული იყო ბიუჯეტის შევსებისა და რეპრესირების ინსტრუმენტად, სწორედ მაშინ თქვენ და თქვენი წინამორბედები ასეთ რეჟიმს „დემოკრატიის შუქურასა“ და „სამაგალითო დემოკრატიას“ ეძახდით.
როდესაც საქართველოში ხელისუფლების მიერ ყოველგვარი სასამართლო განხილვების გარეშე, უხეში ძალადობითა და სისხლიანი მეთოდებით იხურებოდა ტელეკომპანიები („იბერია“, „202“, „იმედი“…); როდესაც უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესების გამო უკანონოდ აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ასამართლებდნენ, თქვენი შეშფოთებული ხმები არ ისმოდა; თქვენი შეშფოთება არც მაშინ გაგვიგონია, როდესაც პატიმართა საშუალო რაოდენობით საქართველო ლიდერობდა მსოფლიოში; როდესაც ქვეყანაში სასამართლო გადაქცეული იყო ბიუჯეტის შევსებისა და რეპრესირების ინსტრუმენტად, სწორედ მაშინ თქვენ და თქვენი წინამორბედები ასეთ რეჟიმს „დემოკრატიის შუქურასა“ და „სამაგალითო დემოკრატიას“ ეძახდით. დღესაც კი, როდესაც თვითონ იმ ხელისუფლების მიერ გადაღებული ათასობით ვიდეომასალა უტყუარად ამტკიცებს მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, თქვენ კითხვები გიჩნდებათ არა ამის ჩამდენი ხელისუფლების, არამედ შემზარავ დანაშაულთა სააშკარაოზე გამომტანების მიმართ. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტები? ამიტომ თქვენს კოლექტიურ განცხადებებში დაფიქსირებულ თავისთავად სწორ და მოხდენილ ფრაზებს („მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია“; „დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს“; „ყველა პოლიტიკურმა პირმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს“; „მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“ და ა. შ.) ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალზე გულგრილად და უნდობლად ხვდება, რადგან, რეალობიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ეს ფრაზები და მათში გამოხატული პოზიცია არაგულწრფელი და ყალბია. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ ხდება ასეთი „შეშფოთებულ-აღშფოთებული“ ტექსტების შედგენის ორგანიზება და სინამდვილეში ვის ოფისებში იწერება ამ ტექსტების მონახაზები.” – ნაათქვამია განცხადებაში.
განცხადებასთან დაკავშირებით “მეტრონომი ” პირადად ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა :
“მეტრონომი”: გავეცანი თქვენს განცხადებას და მესმის თქვენი პათოსის, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასე ფიქრობს კიდეც. ამ განცხადების მიზანი რა არის?
ნანა კაკაბაძე: მიზანი ის არის, რომ შევახსენო საერთაშორისო ორგანიზაციებს, და იმ ადამიანებს, რომლებმაც გააკეთეს ეს განცხადებები. შევახსენოთ ერთის მხრივ ის, რომ ჯერ ერთი, ქვეყანა არის თავისუფალი, მეორეს მხრივ ის, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, პოლიტიკური ზეგავლენებისგან.
მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ჯერ არ არის გამოტანილი გადაწყვეეტილება და ატეხილია ისეთი კამპანია, რომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, ამ კანპანიის ზემოქმედების ქვეშ მოექცეს. მოსამართლე არის ჩვეულებრივი ადამიანი და არ შეიძლება მოსამართლეზე, ასეთი არაკანონიერი ჩარევები და არაკანონიერი ზეწოლა.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სამართლიანობა და ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დავა სანამ მიმდინარეობს, უმჯობესია ყველა იყოს ჩუმად და დაელოდოს… ეს არის დემოკრატიის მახასიათებელი, რომ სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებებს. აცალონ სასამართლოს და ნუ ერევიან უხეშად და უკანონოდ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
– რაიმე გამოხმაურება თუ მოყვა ამ განცხადებას საერთაშორისო არენიდან?
– არა. ეს განცხადება გუშინ ღამე დაიდო და ჯერ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლებას ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივმართოთ, რომ თუ ის ვერ მოახერხა, რომ აღედგინა სამართლიანობა, ვერ მოახერხა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ის მაინც მოახერხოს, რომ ქვეყნის ღირსება დაიცვას და მისცეს საშუალება ქვეყანაში ისეთმა ინსტიტუტებმა, რომელიც დამოუკიდებლად უნდა არსებობდნენ, იარსებონ. გარედან არ უნდა ხდებოდეს ამ ინსტიტუტებში ჩარევა და ზეწოლა.
მსგავსი აჟიოტაჟები ნაციონალური მოძრაობის დროს არ ტყდებოდა?
– აბა როდის ტყდებოდა, და სად გახსოვთ თქვენ ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც იკრიბებოდდნენ, ევროკავშირის ელჩები და ერთობლივ განცხადებებს აკეთებდნენ, გვიშველეთ დემოკრატია საფრთხეშიაო. ახლა, დემოკრატია როგორ არის საფრთხეში, როდესაც პროცესები მიმდინრეობს.
ქუჩაში, რომ ხოცავდნენ ხალხს და ციხეებში, რომ აუპატიურებდნენ და ცემდნენ, იმაზე არ ატეხილა ასეთი აჟიოტაჟი და დღეს, დამოუკიდებელ სასამართლოში, მიმდინარეობს დავა და რა აჟიოტაჟი ატეხეს, ხდება ვერ გავიგე.
– თქვენ განცხადებაში ამბობთ, რომ უცხოელები ყალბები არიან და თვალთმაქცობენ თქვენი აზრით რაში ჭირდებათ მათ ეს?
– ეს თვითონ მათ უნდა ჰკითხოთ და თვითონ უნდა ახსნან, რატომ იქცევია ასე. რატომ იყენებენ ორმაგ სტანდარტებს და რატომ არაიან ასეთი შეშფოთებულები, როცა ქვეყანაში ამის მიზეზი არ არის? როცა განგაშის საფუძველი იყო ქვეყანაში რატომ დუმდნენ, და დღეს რატომ არიან ასეთი შეშფოთებულები.
– რაში ხედავთ ქართველის ევროპულობას განცხადებაშიც გაქვთ მოყვანილი
– განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მოსახლეობა, უფრო მეტად არის დასავლური ღირებულებების მიერ ერთგული და უფრო მეტად პატივს სცემს და ახორციელებს ამ ღირებებულებს ცხოვრებაში, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ვითომ ევროპელობას ქადაგებენ სიტყვით. საქმით ჩვენ უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამ მიმართულებით ჭკუას გვასწავლიან. ჩვენ ძალინ კარგად ვიცით, რა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება და რა არის ქონების უკანონო ხელყოფა.
– თქვენი აზრით არიან დღეს პოლიტიკური პატიმრები?
– კი არიან.
– შეგიძლიათ დაასახელოთ ვინმე?
– კოჭოიას საქმეზე დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც ამერიკის ელჩის ჩარევით არ გამოგვაშვებინეს და ეს ადამიანები დარჩნენ ციხეებში.
ნუკი მჭედლიშვილი