ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად გვაქვს” – გიორგი ჩალაძე

“ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად გვაქვს. დღეს რომ არ წესდება შეზღუდვები, ადამიანების წინააღმდეგ დანაშაულია, ადამიანების ჯანმრთელობით თამაში და პოლიტიკური კეკლუცობაა. როდესაც არ იყო ისეთი საფრთხე, როგორიც დღეს, ქვეყანა მოსპეს: ჩავკეტეთ და გვეშინოდა რომ დავიღუპებოდით. ჩვენ დღეს დავიღუპეთ: დღევანდელი ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, რაც ჩვენთან ხდება“.

გიორგი ჩალაძე – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ვირუსით 172 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი.

იტვირთბა....