ახალი ამბები პოლიტიკა

ფედერიკა მოგერინის ვიზიტი თბილისში

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი საქართველოს ესტუმრა.

როგორც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერზე ვკითხულობთ, თბილისში მოგერინს დაგეგმილი აქვს  შეხვედრები  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  და საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი. ის ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საპარლამენტო ფრანქციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.  მოგერინი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „გენდერული თანასწორობის“ შესახებ.

ფედერიკა მოგერინის ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ ის ამ ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინასაც სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვდა.

 

იტვირთბა....